საწერი კალამი

ბრენდირებული საწერი კალამი ხშირად გამოიყენება საქმიანი შეხვედრების, პრეზეტნაციებისა, ლექციების, სემინარების, ტრეინინგების დროს. საწერ კალამზე საბეჭდი ადგილის სიმცირის გამო, შეუძლებელია ინფორმაციის მასიურად დატანა. შესაბამისად კომპანიები აქცენტს აკეთებენ სწრაფად დამახსოვრებადი/აღქმადი ინფორმაციის გადმოცემაზე, როგორიცაა კომპანიის სახელი, ლოგო ან მცირე სლოგანი. ბრენდირებული კალამი კომპანიის ბრენდის სოლიდურობის გამომხატველი ერთ-ერთი ატრიბუტია, ამის გამო რეკომენდირებულია ბრენდირება შესრულდეს მაღალი ხარისხის კალმებზე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ევროპული ხარისხის საწერი კალმების ფართო ასორტიმენტს. დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოგიგზავნოთ საწერი კალმების ელექტრონული კატალოგი.