ხელშეკრულება

ხელშეკრულება წარმოადგენს ორ ან მეტ სუბიექტს შორის გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტს. ტიპიურად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ხელშეკრულებებს ბეჭდავენ ლაზერული საოფისე პრინტერების გამოყენებით, რადგან გასაფორმებელი ხელშეკრულებების რაოდენობა არ არის სოლიდური. დიდი რაოდენობით ხელშეკრულებების ბეჭდვა ლაზერული პრინტერების გამოყენებით არარენტაბელურია და ამ შემთხვევაში უმჯობესია ხელშეკრულების შაბლონები დაიბეჭდოს პოლიგრაფიულ საწარმოში (პროფესიონალურ საბეჭდ დანადგარებზე) ხარჯის შემცირების მიზნით. გარდა ბეჭდვისა, ჩვენი საწარმო მომხმარებლებს სთავაზობს ხელშეკრულებების დახარისხებასა და მიწოდებას სხვადასხვა ფილიალებში , წინასწარ განსაზღვრული რაოდენობების მიხედვით.