წიგნი

წიგნი არის ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანი საშუალება. თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების ბლოკს, გარე დამცველი ელემენტებით (ყდა, გარეკანი). ძირითადად მასში გვერდების რაოდენობა აღემატება 48-ს.
წიგნის შიგთავსი შესაძლებელია იყოს, როგორც ფერადი, ასევე შავთეთრი. ყდის ვიზუალი სასურველია იყოს ეფექტური, სწორედ ამიტომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ყდის განსაკუთრებული წესით დამუშავება, რაც თავის მხრივ, მოიცავს სპეციალური საფარისა თუ განსაკუთრებული ეფექტების ფართო ასორტიმენტს, როგორებიცაა ლამინაცია, ამობურცვა, ტექსტის მოოქროვება, შერჩევითი ლაკის დატანა ყდის გარკვეულ ნაწილზე და აგრეთვე შესაძლებელია მუყაოს (მაგარი) ყდის დამზადებაც.
წიგნის სტანდარტული ზომებია:
A4 - (210x297)მმ
A5 - (148x210)მმ
A6 - (105x148)მმ
თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი არასტანდარტული ზომის დამზადება.