ფასმაჩვენებელი

ფასმაჩვენებელი არის მცირე ზომის ქაღალდის ნაბეჭდი ბანერი, რომელიც ძირითად შემთხვევევბში გვხვდება სავაჭრო პუნქტებში ან საჯარო თავშეყრის ადგილებში: მაღაზიებში, მარკეტებში, საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვ. მისი ძირითადი ფუნქციაა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების კონცენტრაცია მოკლევადიან ფასდაკლებაზე ან პროდუქციის უნიკალურ მონაცემზე. როგორც წესი, ფასმაჩვენებელი მზადდება ღია კონტრასტული ფერების გამოყენებით, რომლებიც იქცევენ მომხმარებლის ყურადღებას.
ფასმაჩვენებლის დახლზე ან პროდუქციის სტენდზე დასამაგრებლად გამოიყენება ორმაგი თვითწებადი ლენტები ან მზადდება უფერულ საკიდ ლენტთან ერთად. აგრეთვე შესაძლებელია დამზადდეს არასტანდარტული ფორმის (ამოკვეთით), რა დროსაც, ფორმიდან გამომდინარე, არ საჭიროებს დამატებით საკიდ ატრიბუტებს.