სარეკლამო კონსტრუქცია

სარეკლამო კონსტრუქცია გარე რეკლამის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია. მისი დამზადება დიდ დროსთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. კონსტრუქციის ორიგინალური ფორმა და დიზაინი შესაძლებელია ბრენდირების მნიშვნელოვან ელემენტად იქცეს თქვენი ოფისისა თუ გარე ფასადისათვის. კონსტრუქციის შექმნის პროცესი მოითხოვს როგორც შემკვეთი, ასევე შემსრულებელი კომპანიის მხრიდან უწყვეტ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, მაკეტის შექმნის მომენტიდან იდეის სრულ განხორციელებამდე. არ აქვს მნიშვნელობა რა მასალისგან მზადდება კონსტრუქცია ან მის სირთულეს, ჩვენ შეგვიძლია თქვენი კრეატიული იდეები რეალობად ვაქციოთ.