სავიზიტო ბარათი

სავიზიტო თანამედროვე საქმიანი ურთიერთობების განუყოფელი ატრიბუტია. სავიზიტო ბარათებს საინფორმაციო და სარეკლამო მიზანი აქვს. მასზე, ჩვეულებრივ გამოსახულია ორგანიზაციის ლოგოტიპი და სახელწოდება, თანამშრომლის გვარი, სახელი, თანამდებობა, აგრეთვე ტელეფონის ნომერი, საფოსტო და ელექტრონული მისამართები.
ძირითადად გამოიყენება საქმიან შეხვედრებზე და ღონისძიებებზე მონაცემების მარტივად გასაცვლელად.
ზომები:
90მმX50მმ (სტანდარტული ზომა)
85მმX55მმ (პლასტიკური ბარათის ფორმატი)
სავიზიტო ბარათი რეკომენდირებულია იყოს ნათელი ფერის, მუქი წარწერებით. არ არის რეკომენდირებული დიზაინში ნახატების, ხვეულების ან ჰოლოგრამების გამოყენება. სასურველია ცარცის, ტილოს ან ბრისტოლის ქაღალდზე ბეჭდვა (გრამაჟი 250-300გრ).