პროდუქციის ყუთი

პროდუქციის ყუთი ბრენდირებით წარმოადგენს კომპანიის კორპორატიული სტილის გაგრძელებას. შეფუთვა მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერი პროდუქტისთვის, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც გაყიდვებზე, აგრეთვე ეხმარება კომპანიას ძლიერი ბრენდის კონცეფციის დამკვიდრებაში. გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება საკვები პროდუქტების, წამლების, სუვენირებისა და სასაჩუქრე ყუთების დამზადების. საკვები ყუთების დამზადებისას ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რომელთა გამოყენებაც უსაფრთხოა და დაშვებულია კანონმდებლობით. ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ყველაზე რთული კონსტრუქციის მქონე ყუთები, მათ შორის ცილინდრის ფორმის ყვავილის ყუთი(ბრენდირებით).