მოცულობითი ასოები

მოცულობითი ასო გარე რეკლამის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. მას ძირითადად იყენებენ კომპანიების ექსტერიერის გასაფორმებლად. ძირითად შემთხვევებში მოუცლობითი ასოების კომბინაცია წარმოადგენს კომპანიის სახელს, საქმიანობის სფეროს ან სლოგანს. ჩვენთან შესაძლებელია მოცულობითი ასოების დამზადება, როგორც განათებით, ასევე განათების გარეშე. მოცულობითი ასოების კარკასი, ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით, ხოლო წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ან ე.წ. პვხ მასალის გამოყენებით.