მენიუ

მენიუ წარმოადგენს პოლიგრაფიული ბეჭდვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მოთხოვნად პროდუქტს. რესტორნებისა და კაფე-ბარებისათვის მენიუ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს კლიენტთან მომსახურების პროცესში. მომხმარებლებზე პირველადი შთაბეჭდილების მოხდენა სწორედ ლამაზად გაფორმებული მენიუს მეშვეობით არის შესაძლებელი. გარდა დიზაინისა და გაფორმებისა დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის ხარისხს, ფორმატს, ფაქტურას, სპეც ელემენტებს და სხვ. დამატებითი ეფექტებისთვის გამოიყენება კუთხეების მომრგვალება, ემბოსინგი, ამოტვიფრა, ამობურცვა, მოოქროვება, ვერცხლის ბეჭდვა, ოქროს ბეჭდვა, სხვადასხვა სახის ლამინირება, შერჩევითი ლაკი და ა.შ. ჩვენ საწარმოში შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინისა და სირთულის მენიუს ბეჭდვა.