ლაითბოქსი

ლაითბოქსი (ინგ. lightbox - მანათობელი ყუთი) - გარე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ძირითადად გამოიყენება კომპანიებისა და ობიექტების გარე ფასადის გასაფორმებლად. მასზე დამკვეთის სურვილისამებრ, შესაძლებელია განთავსეს, როგორც კონპანიის ლოგოტიპი, ასევე საინფორმაციო ხასაიათის ნებისმიერი ტექსტი თუ ფიგურა.
ლაითბოქსი ჩვეულებრივ მზადდება სპეციალური პლასტიკური, მსუბუქი ალუმინის ან მეტალის პროფილის საშუალებით. მანათობელი ყუთის წინა მხარე შესაძლებელია დამზადდეს აკრილის, ორგანული მინის, ან საბანერე მასალისაგან. ლაითბოქსები, გარდა იმისა რომ რეკლამირების ეფექტური საშუალებად მიიჩნევა, ასევე ალამაზებენ შენობა ნაგებობის ექსტერიერს. ლაითბოქსი მიიჩვევა ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ გარე რეკლამად განსაკუთრებით ღამის პირობებში, რადგან მოიხმარს ელექტროენერგიის მინიმალურ რესურს და აგრეთვე მარტივია ფოტოგამოსახულების მარტივად შეცვლა ან დამატება.