კონვერტი

ბრენდირებული კონვერტები ხშირად გამოიყენება ოფიციალური დოკუმენტების, წერილებისა და პერიოდული გამოცემების მიმოცვლის დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ნაბეჭდი პროდუქციის განთავსება კონვერტებში პრაქტიკულია, როგორც მათი დახარისხების და ლოჯისტიკის მიზნით, ასევე ემსახურება კომპანიის ბრენდ იმიჯის ამაღლებას.
კონვერტის სტანდარტული ზომებია:
სტანდარტული ევროკონვერტი EE65(105*240)მმ გამჭირვალე ფანჯრით ან უფანჯროდ-გამოიყენება სამად დაკეცილი წერილებისა და საფირმო ბლანკების გასაგზავნად.
კონვერტი საფოსტო (114x162)მმ - გამოიყენება წერილების ან მისალოცი ბარათების გასაგზავნად.
კონვერტი A4(240x320)მმ ან A4+(260x350)მმ - გამოიყენება დოკუმენტები კრებულის ან ხელშეკრულებების მიმოცვლისათვის.
კონვერტი A3 (320x420)მმ ან A3+(330x450)მმ - გამოიყენება ჟურნალების, ბროშურების, გაზეთების მიმოცვლისათვის.