ეტიკეტი

ეტიკეტი არის მცირე ზომის ნაბეჭდი ფურცელი, რომელიც დატანილია პროდუქციაზე, რათა მარტივად მოხდეს ბრენდის იდენტიფიცირება. ეტიკეტი ის ერთერთი ძირითადი დეტალია, რომელიც თავისი დიზაინით იზიდავს მყიდველის ყურადღებას და ხშირად გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, იყიდოს თუ არა კონკრეტული პროდუქტი. ეტიკეტი ძირითად შემთხვევებში იბეჭდება თვითწებად ქაღალდზე, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი ქაღალდის ფაქტურის გამოყენება პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე (წყალგამძლე, ნესტგამძლე და სხვ.).