ბროშურა

ბროშურა არის წიგნის ფორმის, მომცრო ზომის, საინფორმაციო კრებული. ის გამოიყენება, საპრეზენტაციო მიზნებისათვის, ისეთი მოცულობის ინფორმაციის განსათავსებლად, რომელსაც ვერ იტევს ფლაერი, ბუკლეტი ან ტრიპლეტი.
როგორც წესი, მასში მოცემულია კომპანიის მონაცემები, მიღწევები, პროდუქტი/მომსახურება და პარტნიორები. ძირითადად ბროშურაში ფურცელთა რაოდენობა არის არანაკლებ ოთხისა და არაუმეტეს სამოცდაოთხისა. ბროშურა ბეჭდვის შემდეგ იკინძება ფოლადის კვანძებით ან ზამბარით.
ბროშურის სტანდარტული ზომებია:
A4 - (210x297)მმ
A5 - (148x210)მმ
A6 - (105x148)მმ
შესაძლებელია ნებისმიერი არასტანდარტული ზომის დამზადებაც.