ბლოკნოტი

ბლოკნოტი არის ჩასანიშნი ფურცლების კრებული, რომელიც მრავალგვერდიანია და იკინძება სხვადასხვა მეთოდით. ძირითად შემთხვევაში ბლოკნოტი იკინძება ზამბარით, თუმცა შესაძლებელია ფურცლების თერმული მეთოდით შეწებება და რბილ ყდაში ჩასმა. ბლოკნოტები ბრენდირებით ძირითად შემთხვევებში გამოიყენება საქმიანი შეხვედრებისა და პრეზენტაციების დროს. აგრეთვე მაღალი ხარისხის ბლოკნოტების გამოყენება შესაძლებელია სასაჩუქრედ.
ბლოკნოტის სტანდარტული ზომებია:
A4 - (210x297)მმ
A5 - (148x210)მმ
A6 - (105x148)მმ
თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი არასტანდარტული ზომის დამზადება.