ბლანკი

ბლანკი არის კომპანიის ტიტულის მქონე ნაბეჭდი ფურცელი. ძირითადად მასზე დატანილია კომპანიის ლოგოტიპი და რეკვიზიტები, რის გამოც ის წარმოადგენს კომპანიის კორპორატიული სტილის გაგრძელებას.
ძირითად შემთხვევებში ბლანკის ზომა არის A4 (297X210)მმ. ტიტულოვან ბლანკებზე იბეჭდება ინვოისები, პრაის-ლისტები, წერილები, ცნობები, მინდობილობები, ხელშეკრულების შაბლონები.
ზოგიერთ შემთხვევებში მოსახერხებელია წერილობით რამდენიმე ასლის მიღება, ასეთ დროს თვითკოპირებადი ბლანკები ყველაზე კარგი გამოსავალია. მათი მეშვეობით შესაძლებელია: რეცეპტის, ანგარიშის, ქვითრის, სასაქონლო ჩეკის, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. დამატებით, აღრიცხვის გამარტივებისათვის, შესაძლებელია ბლანკების ნუმერაცია.