ბანერი

ბანერი წარმოადგენს სარეკლამო ხასიათის გამოსახულებას ან/და ტექსტურ ბლოკს, რომელიც ფართო ფორმატზე არის წარმოდგენილი. ის გამოიყენება გარე კონსტრუქციებზე და ლაითბოქსებზე, სტენდებზე, მაღაზიების ვიტრინებში, დიდ და პატარა ზომის აფიშებზე და სხვა. ბანერები არსებობს როგორც გარე გამოყენების, აგრეთვე შიდა გამოყენების. გარე გამოყენების ბანერებიი მაგრდება მყარ კონსტრუქციაზე ან შენობა ნაგებობაზე. შიდა გამოყენების ბანერები ძირითადად მოტნაჟდება მცირე ზომის კონსტრუქციასთან ერთად, რომელიც მას მოყვება. შესაძლებელია ამ კონსტრუქციის მარტივად დაშლა, აწყობა და ტრანსპორტირება. მასგავსი ტიპის ბანერებს განეკუთვნება ე.წ. ამოსაქაჩი სტენდი და X სტენდი.